02 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
საპატრიარქო ედიშერ ქარჩავას განცხადებებს ემიჯნება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ღიად ემიჯნება მისი იურისტის, ედიშერ ქარჩავს მიერ გაკეთებულ განცხადებებს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას შესახებ.  

განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერზეა გამოქვეყნებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული.

"მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.

"ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

"მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი."

შეგახსენებთ, რომ ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოკვდინება" სურს. მოგვიანებით, მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განმარტა, თუ რას გულისხმობდა სიტყვა "მოკვდინებაში".

დღის ამბები