28 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
საპროტესტო აქციები აშშ-ში - დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

შეერთებული შტატების დიდი ქალაქები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრაციები დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა ერთდროულად გამართეს.

ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხმა ვაშინგტონში, ნიუ-იორკში და სხვა ქალაქებში ე.წ. სიმართლის მარში მოაწყო. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულეს და ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიების დეტალების გასაჯაროებისკენ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტი პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის გამოც გააკრიტიკეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ შეცდომის გამო ამერიკელ ხალხს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

დღის ამბები