28 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
ISIS-ის ტერორისტებმა მოსულში 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს - მათ შორის არიან ქალები და ბავშვები

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა მოსულში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, მათ შორის ქალებისა და ბავშვების.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ტერორისტები კლავენ ყველას, ვინც მათი ტყვეობიდან გაქცევას ცდილობს.

ერაყის სამხედრო მეთაურობის განცხადებით, მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ფაზაში შევიდა. არმიამ კონტროლი ქალაქის დიდ ნაწილზე დაიბრუნა და ტერორისტების სამალავები აღმოაჩინა. ოპერაციის პარალელურად სამხედროებმა იარაღის საწყობების განადგურება დაიწყეს.

ფოტო: Reuters

დღის ამბები