28 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
მოგვადგა ზარალი, იმიტომ რომ ხელისუფლებამ სულელური შეცდომა დაუშვა - ნოდარ ხარშილაძე მუხთარის საქმეს აფასებს

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცების ფაქტზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებს, რომელშიც ამერიკა საქართველოს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ნოდარ ხარშილაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების კიდევ ერთი შეცდომის გამო, ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე შეილახა. ექსპერტს არც ობიექტური გამოძიების იმედი აქვს. მისი აზრით, ხელისუფლება ახერხებს ძალიან მეგობრული ქვეყანა გააბრაზოს.

„კიდევ ერთმა, სამწუხაროდ, არაპროფესიონალურმა და სამწუხაროდ, დაუფიქრებელმა ქმედებამ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დააზიანა და კიდევ ერთხელ დააზარალა საერთაშორისო ქვეყნის იმიჯი. ძალიან მეგობრული ქვეყანაა ამერიკა და ძალიან ცუდად უნდა მოვიქცეთ, რომ ასეთი უარყოფითი განცხადებები მივიღოთ, რასაც აშკარად ვაკეთებთ და რა მიზანი და რა აზრი აქვს ასე საქმის გაფუჭებას, მე ვერ ვხვდები. ვერანაირ რაციონალურ მარცვალს ვერ ვხედავ ამაში. არ მჯერა მე გამოძიების, იმიტომ რომ უნდა გამოიძიონ და დაადგინონ, რომ თვითონ არიან დამნაშავეები. კიდევ ერთხელ მოგვადგა ზარალი, იმიტომ რომ მათ რაღაც სისულელე შეცდომა დაუშვეს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები