28 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
ტერაქტი ლონდონში - ქართველი თვითმხილველები მომხდარის შესახებ საუბრობენ 

თავდასხმების დროს ლონდონის ტერორისტულ უბნებში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. გუშინ ღამით ლონდონის ხიდსა და ბოროუ მარკეტზე განვითარებული მოვლენების შესახებ თვითმხილველები ყვებიან.

„მე პირადად ჩემს მეუღლესა და მის მეგობართან ერთად ვიმყოფებოდი ლონდონ ბიჩთან მდებარე ბარში. ბარში ჩვენთან ერთად იყო ძალიან ბევრი ხალხი და მოულოდნელად, არც ვიცოდით რა მოხდა გარეთ, შემოვიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და მოგვთხოვეს, რომ არ გავნძრეულიყავით ადგილებიდან. რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო ჩხრეკა. ატყდა პანიკა, ხმაური. ჩვენ პოლიციის კორდონთან ერთად დავტოვეთ იქაურობა იყო საშინელი დაუცველობის შეგრძნება, გუშინ ღამე ქუჩაში,“ - აცხადებს თვითმხილველი ნინო გაფრინდაშვილი.

დღის ამბები