28 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
პოლიტიკური კლონირება - უკრაინაში მეორე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა

კიდევ ერთი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში - საარჩევნო სუბიექტი ჯერ ქართული პარტიის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის ბლოკის სახელით იუსტიციის სამინისტრომ, რამდენიმე დღის წინ რეგისტრაციაში გაატარა. კიდევ ერთი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ოლეგ სუშკოვისგან, იგივე დარტ ვეიდერისგან შეიქმნა.

პოლიტიკურ კლონირებას, მიხეილ სააკაშვილი მისი და პარტიის რეიტინგით გამოწვეულ შიშს უკავშირებს. რეიდერული სქემა, უკრაინასა და რუსეთში პოლიტიკური და ბიზნეს კონკურენტების წინააღმდეგ კარგად აპრობირებული მეთოდია. სქემაში ჩართულია 3 მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყება - შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად.

პრობლემები წინასაარჩევნოდ, უკრაინის რადას მოქმედ დეპუტატებს არ უკვირთ. საარჩევნო ტექნოლოგიის მსხვერპლი სობოლევის პარტია სამოპოჩი და ვიქტორ ჩუმაკიც გახდნენ. დეპუტაუტები ფიქრობენ, რომ ბრძოლის ამ მეთოდს ხელისუფლება მაშინ მიმართავს, როცა კონკურენტი ძლიერი და მათთვის საშიშია.

კონკურენტებთან ბრძოლის რეიდერული ტექნოლოგია მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა იუსტიციის სამინისტროსთანაც გააპროტესტეს. დელეგატები კლონირებული პარტიის გაუქმებას და მათი პარტიის სახელწიდობაში მიხეილ სააკაშვილის გვარის დაფიქსირებას ითხოვდნენ. პროტესტი იუსტიციის მინისტრის კაბინეტში გაგრძელდა, სადაც პაველ პეტრენკოსთან ერთად, მისი ქართველი მოადგილე, გია გეწაძეც იმყოფებოდა.

სააკაშვილის ყოფილი რწმუნებულს იმერეთის რეგიონში გია გეწაძეს, სადავო დოკუმენტაციაში, ნაცნობი გვარის და შესაძლო დარღვევების ამოცნობა არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის პარტიული კლონი ისე დაარეგისტრირა, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

დღის ამბები