28 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
ავსტრალიამ სირიაში საჰაერო ოპერაცია დროებით შეაჩერა

ავსტრალიამ სირიაში საჰაერო ოპერაცია დროებით შეაჩერა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას წინ რუსეთის გაფრთხილება უძღოდა, რომ კოალიციის ნებისმიერ თვითმფრინავს რუსეთის ძალები პოტენციურ სამიზნედ ჩათვლის.

ორი დღის წინ რაქას პროვინციაში ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის გამო, რუსეთმა პენტაგონთან ავიაინციდენტების პრევენციაზე კომუნიკაცია შეწყვიტა.

ავსტრალია კი საერთაშორისო კოალიციის აქტიური წევრია, რომელიც  ISIS-ის ე.წ. დედაქალაქის, რაქას, გასათავისუფლებლად სირიელ მებრძოლებს ეხმარება.

დღის ამბები