27 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
რომში "ფენდის" მოდის სახლის ხელმძღვანელი კარლა ფენდი გარდაიცვალა

რომში "ფენდის" მოდის სახლის ხელმძღვანელი, კარლა ფენდი, გარდაიცვალა. ცნობილი იტალიერი დიზაინერი და მეცენატი 79 წლის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კარლა ფენდი ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა და რომის კლინიკაში ფილტვების ანთებას მკურნალობდა. დიზაინერი რამდენიმე დღის წინ გაწერეს საავადმყოფოდან და საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

კარლა ფენდი ერთ-ერთი იყო "ფენდის" მოდის დამაარსებლის 5 შვილიდან და წლების განმავლობაში კომპანიას მეუღლესთან და დებთან ერთად ხელმძღვანელობდა.

ის ბოლო დღემდე ბრენდის საპატიო პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. სად და როდის დაკრძალავენ კარლა ფენდის, ამ დროისთვის უცნობია.


დღის ამბები