28 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
მარგველაშვილის პოლიტიკური დემარში - დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს შორის

მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურ ბრალდებებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პოლიტიკური დემარშით უპასუხა და რიგგარეშე სესიის მოწვევაზე პარლამენტს უარი უთხრა.

დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყნის პირველმა პირმა მასსა და უმრავლესობას შორის შეუთანხმებელი დეტალები კიდევ ერთხელ დეტალურად ახსნა.

უშიშროების საბჭოში ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი "ვენეციის კომისიის" რეკომენდაციების იგნორირებაში დაადანაშაულეს.

პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და აინტერესებს, რატომ შეცვალა ირაკლი კობახიძემ აზრი და გადაწყვიტა არჩევნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარება.

დაპირისპირების ბოლო ტალღა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებით დაიწყო, როდესაც მან ყველა სადავო საკითხზე პრეზიდენტს ტელედებატები შესთავაზა.

პოლიტიკური დაპირისპირება იმ შედეგით დასრულდა, რომ 2018 წელს ხალხი პრეზიდენტს თავად აირჩევს. იქნება თუ არა საარჩევნო ბიულეტინში მარგველაშვილის სახელი და გვარი, ამაზე პრეზიდენტი ღიად ჯერ არ საუბრობს.

დღის ამბები