28 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
პრეზიდენტთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა მე საუბარი... პრეზიდენტს შეეშინდა - ირაკლი კობახიძე

„პრეზიდენტთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა მე საუბარი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში საერთოდ არ მონაწილეობდა და ახლა არასერიოზულ გადაწყვეტილებას იღებს.

„4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, რომელ კონსესუსზე გველაპარაკება? ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იღებს აბსოლუტურად არასერიოზულ გადაწყვეტილებას ადამიანი, რომელიც ატარებს პრეზიდენტის სტატუსს და მისი 3 წარმომადგენელი 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს კომისიის მონაწილეობაში, რომელ დროზეა საუბარი, რომელ კონსესუსზეა საუბარი. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირ ეთერში მასთან დებატებში დაჯდომაზე იმიტომ განაცხადა უარი, რომ მას შეეშინდა.

„პრეზიდენტმა თავი აარიდა, პრეზიდენტს შეეშინდა იმიტომ, რომ არცერთი რეალური არგუმენტი პრეზიდენტს არ აქვს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები