28 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
კობახიძე უშიშროების საბჭოს უმოქმედო ორგანოდ მიიჩნევს

„პრეზიდენტი ტყუის ყველა სიტყვაში,“ - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის საზოგადოებისთვის მიმართვებს.

მან ასევე განმარტა, რატომ მოუწოდა პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად.

„სხვა სიტყვა არც შეიძლება გამოიყენო, არის ჩვეულებრივი ტყუილი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის კომპეტენციები რაიმე ფორმით არსებითად იზღუდება. ეს არის, მარტივად, რომ ვთქვათ ტყუილი. მე ამიტომ მინდოდა, დამჯდარიყო პრეზიდენტი ჩვენთან ერთად, სამნი დავმსხდარიყავით ეთერში და ერთად გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იზღუდება და რა არ იზღუდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებითაც იტყუება. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იცვლება ორი რამ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის კომპეტენცია და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო არაქმედითი ორგანოა.

„დღეს მე ვარ თვითონ წევრი უშიშროების საბჭოსი, არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო და ამას აქვს თავისი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ აბსოლუტურად არის მოწყვეტილი კონსტიტუციურ ჩარჩოს უშიშროების საბჭო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის, როგორც მთავრსარდლის როლზე ისაუბრა და უშიშროების საბჭოს მდივანი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

"საპარლამენტო რესპუბლიკაში ან მონარქიაში სახელმწიფო მეთაურის, როგოერც მთავარსარდლის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებვარება სამხედრო ძალები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები