28 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
ჩვენთვის პატრიარქის სიტყვას აქვს განსაკუთრებული ფასი - ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრობს

„ჩვენ გვაინტერესებდა, იყო თუ არა ეს განცხადება გაკეთებული საკონსტიტუციო კონტექსტში,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოთქმულ იდეაზე, კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი ამჟამინდელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან კავშირში არ არის.

„საუბარი იყო ასე პატრიარქის მიდგომაზე ამ საკითხის მიმართ. პატრიარქმა ბრაძანა, რომ ის ემხრობა კონსტიტუციური მონარქიის იდეას. ამ იდეას ჰყავს მომხრეები უმრავლესობის შიგნითაც და მათ გააკეთეს ამაზე განცხადებები, თუცმა ამას კავშირი არ აქვს იმ საკონსტიტუციო რეფორმასთან, რომელიც ხორციელდება საქართველოში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პირადად ჩამოყალიბებული პოზიცია არა აქვს.

„ჩვენთვის პატრიარქის სიტყვას აქვს განსაკუთრებული ფასი. ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ამ თემაზე, თუ მომწიფებული იქნება ეს საკითხი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი აზრით, კონსტიტუციური მონარქია რეგრესს არ ნიშნავს და მას არაერთი ევროპულ ქვეყნაში სტაბილურობა მოუტანია.

დღის ამბები