28 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
მიიღეს დოკუმენტი, რომელიც საერთოდ აცდენილია ყველაფერს - ოთარ კახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოთარ კახიძე, პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ გუნდს შემოთავაზებული კონსტიტუციური ცვლილებების გამო აკრიტიკებს.

„ვენეციის კომისიის" დასკვნამ პირდაპირ დაადასტურა ჩვენი პოლიტიკური პარტიის, „ევროპული საქართველოს“, მთელი რიგი შენიშვნები, პრაქტიკულად, ერთი ერთში დაემთხვა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მათ ასახეს თავიანთ დასკვნაში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მან ირაკლი კობახიძე განსხვავებული აზრის მიუღებლობაში დაადანაშაულა. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციური ცვლილების ძირითად არსს ასცდა.

„პრაქტიკულად დაუპირისპირდნენ ყველას და ბოლოს მიიღეს რაღაც დოკუმენტი, რომელიც საერთოდ აცდენილია ყველაფერს იმიტომ, რომ მთავარი არსი, დეკლარირებულ მიზანი, ამ დოკუმენტს რაც ჰქონდა, იყო საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. აი, ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმებს რომ იწვევს, ის მაჟორიტარული სისტემა უნდა შევცვალოთ, ანუ ცუდი სისტემა უნდა შევცვალოთ, გადავიდეთ კარგ სისტემაზე. ახლა გვეუბნებიან, რომ არა, ის ცუდი სისტემა ცოტა უნდა დავტოვოთ ისევ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვჭირდება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ 150 ათასი ხმა შეაგროვა და კანცელარიაში შეიტანა, რომლის მიხედვით, მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა პრეზიდენტის არჩევა.

ის აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში მმართველი გუნდი 94-ე მუხლის ამოღებასაც გეგმავს, რაც გადასახადების გაზრდას მოასწავებს.

„არჩევნების წინ ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგინეს, გადასახადების გაზრდას არ ითვალისწინებდა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები