30 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
არასამთავრობოები პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ - მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში მმართველი პარტია კვლავ სასათბურე პირობებში აღმოჩნდება.

"ხელისუფლება მაინც ცდილობს პროცესის გადავადებას და შესაბამისად, 2020 წლისთვის  საკუთარი წინასაარჩევნო სასათბურე პირობების შექმნას ცდილობს," - აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე. 

მესამე სექტორი ხელისუფლებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაშიც ადანაშაულებს. ამ საკითხზე ერთობლივი განცხადების გაკეთებას დღეს „საია“, „საერთშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები“ აპირებენ.

"ეს წარმოშობს მთავარ პრობლემას, რომ მიღებული ხმები არაპროპორციულად გარდაისახება მანდატებში," - აღნიშნავს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი. 

დღის ამბები