30 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
ხარვეზები სასამართლო სისტემაში - სიტუაციის გაუმჯობესებაზე იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული წევრები საუბრობენ

რა ხარვეზები აქვს სასამართლო სისტემას და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ის, ამ თემაზე იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრები საუბრობენ. ისინი ყურადღებას საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობაზე, კონკრეტულად მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხზე ამახვილებენ. მათი თქმით, აუცილებელია ამ მიმართულებით მექანიზმი კანონში დეტალურად იყოს გაწერილი.

„ღონისძიებებია გასატარებელი იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოს ძირითადი ფუნქცია რაც არის ეფექტიანი და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, განხორციელდეს იმგვარად, რომ ვადებში გაწელილი საქმეების დაჩქარება მოხდეს,“ - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირმა გელაშვილი.

იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ გადახალისებული შემადგენლობის საბჭო რეპუტაციის აღდგენას და გავლენებისგან გათავისუფლებას შეძლებს.

პარლამენტმა გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი და ზაზა ხარებავა აირჩია.

„საბჭოს საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტულ გვარებზე, ინდივიდებზე. უმჯობესი იქნება თუ ის ინსტიტუციურად გამართული მექანიზმი გახდება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და ამ კუთხით ალბათ ბევრი სამუშაო იქნება, რომ დაიხვეწოს ეს პროცესი და იყოს დამაჯერებელი ის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები