28 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებული თამაზ გოგია უდანაშაულოდ ცნო. ის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ამ საქმეზე პროკურატურას ხელახალი გამოძიება ჰქონდა დაწყებული. უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები და დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რის შედეგადაც გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

მსჯავრდებული სასამართლომ მკვლელობისთვის 2010 წელს გაამტყუნა. მას 17 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 

დღის ამბები