26 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
კვირის ბოლოს ევრო 3 თეთრით გაძვირდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი - გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3983 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7923 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7621 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0302 ლარი შეადგინა.

დღის ამბები