07 მაისი 2024,   10:19
ვრცლად
ლაგოდეხში უკვე 6 საათზე მეტია, ხანძარს ებრძვიან - დამწვარია 3 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია

ლაგოდეხში უკვე 6 საათზე მეტია, ხანძარს ებრძვიან. დამწვარია 3 ჰექტარზე მეტი ფართობის ეკლიანი ბორცვი და ნახევარ ჰექტარზე მეტი ვენახი.

ადგილზე ამ დროსთვის 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და აგრძლებს ხანძრის კერის ლოკალიზებას.

ლაგოდეხის გამგებლის განცხადებთ, ხანძრის საცხოვრებელი სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი დაუდევრობა გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები