02 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
რაკ ჯორჯიას და გელა მიქაძეს შორის მიმდინარე დავა - ლონდონის ადვოკათა ერთ-ერთი ბიურო განცხადებას ავრცელებს

ლონდონის ადვოკათა ერთ-ერთი ბიურო ავრცელებს ინფორმაციას, სადაც რაკ ჯოჯიას და პარტიოტთა ალიანსის მდივან გელა მიქაძეს შორის არსებულ დავაზეა საუბარი. 

რაკ ჯორჯიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლონდონის სააპელაციომ სასამართლომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, გელა მიქაძეს, 42 მილიონ დოლარად შეფასებული აქტივები გაუყინა. 

ლონდონში მდებარე ადვოკატთა ერთ-ერთი ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ რაკიას მიერ გავრცელებული პრესრელიზში შეცდომითაა ნათქვამი, რომ "გელა მიქაძემ ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში სერიოზული მარცხი განიცადა".

„რეალურად, სიმართლე პირიქითაა. გელა მიქაძის კომპანიები საერთო ჯამში წარმატებულ მხარეს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში. მან დააკისრა რაკიას მიქაძისთვის სასამართლო ხარჯის გადახდა, რაც ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. სასამართლომ გაყინვის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ სამი შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორობის წინააღმდეგ მიიღო, რომლებიც გელა მიქაძის მფლობელობაში არ არის. სამწუხაროა, რომ რაკიამ გაავრცელა პრეს-რელიზები სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მხოლოდ „დეზინფორმაცია“ შეიძლება უწოდო,“ - აღნიშნულია ლონდონში მდებარე ადვოკატთა ერთ-ერთი ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები