26 აპრილი 2024,   10:34
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა ხანძრის მიზეზად დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხანძრების გამომწვევ მიზეზად დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, სანამ ხანძრის ლიკვიდაცია არ მოხდება, მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, შეკითხვებზე გამოძიება გასცემს პასუხს.

„არ იქნება პასუხისმგებლიანი განცხადება, რომ რომელიმე ვერსია გამოვრიცხოთ, ბუნებრივი ვერსიები თუ დივერსიის ფაქტები, ამაზე საუბარი ნაადრევია და ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, ახლა მთავარია ცეცხლის ლიკვიდაცია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები