06 მაისი 2024,   22:15
ვრცლად
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ძაგნიძე ბრალს არ აღიარებს

არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ძაგნიძეს, რომელიც გუშინ სამართალდამცველებმა დააკავეს, ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წარედგინა.

ბრალდებულის ადვოკატის, კახა კვაშილავას, განცხადებით, ლევან ძაგნიძეს ბრალი თაღლითობისთვის წარუდგინეს. ადვოკატი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„სისხლის სამართლის საქმის მასალებს კონკრეტულად დეტალებს არ ვიცნობთ ამ ეტაპისთვის. არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი,“ - აცხადებს კახა კვაშილავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები