26 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ფხენიანის ბირთვული ცდის საპასუხო ზომებზე მსჯელობენ

შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია ფხენიანის ბირთვული ცდის საპასუხო ზომებზე მსჯელობენ.

ოფიციალური სეული ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერი ამერიკული სტრატეგიული იარაღის განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ფხენიანი სრულ იზოლაციაში უნდა მოაქციონ.

რიგით მეექვსე და ყველაზე ძლიერი ბირთვული ცდა ჩრდილოეთ კორეამ დღეს დილით ჩაატარა. ფხენიანის მტკიცებით, მიწისქვეშა პოლიგონზე წარმატებით გამოსცადეს წყალბადის ბომბი. აფეთქებამ რეგიონში 6, 3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები