10 მაისი 2024,   22:49
ვრცლად
პოლიტიკური დევნა - ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას ეხმაურება

ოპოზიცია საქართველოს მიერ უკრაინის პროკურატურისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართვას ეხმიანება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის და უკრაინის პრეზიდენტის ინტერესები სააკაშვილის წინააღმდეგ თანხვედრაშია, რაც პოლიტიკური ნიშნით დევნაში გამოიხატება.

„ივანიშვილის და ერთი ოლიგარქის ჯიბის პროკურატურა, ახალი არაფერია, მეხუთე წელია ახორციელებს პირადად სააკაშვილის და პროდასავლური ოპოზიციის დევნას. ამ შემთხვევაში, მისი ინტერესები დაემთხვა მეორე ოლიგარქის ინტერესებს,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავა.

„ეს არის სუფთა პოლიტიკური დევნა, რითაც „ქართული ოცნების“ პროკურატურა არცხვენს ქვეყანას,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

 

დღის ამბები