26 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
უახლოეს 3-4 წელიწადში თბილისში ყველა მანქანა უნდა იყოს აღჭურვილი კატალიზატორებით - კახა კუკავა

„თბილისს აქვს ბევრი მთავრი პრობლემა. ერთ-ერთი არის ეკოლოგიური გარემო,“ -  ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავამ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა.

კუკავამ გადაცემაში საკუთარი დაპირებების შესახებ ისაუბრა. 

„უახლოეს 3-4 წელიწადში თბილისში ყველა მანქანა უნდა იყოს აღჭურვილი კატალიზატორებით და ჩვენ პირდაპირ შხამს არ ვსუნთქავდეთ დედაქალაქში,“ - განაცხადა კუკავამ.,

მისი თქმით, თბილისიდან ცენტრალური რკინიგზის გადატანის იდეის მომხრეა, თუმცა მის ადგილას ახალი საცხოვრებელი კომპლექსების გაშენებას ეწინააღმდეგება.

„თბილისმა უკვე მიაღწია პიკს მოსახლეობისას, რაც შეიძლება რომ ამ ქალაქში დაეტიოს,“ - განაცხადა კუკავამ.

დღის ამბები