26 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დღეს ”ცენტრ პოინტის” საქმის რამდენიმე ეპიზოდზე იმსჯელა. „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების ადვოკატი, ბონდო ვათიაშვილი, საპროცესო გარიგების შესაძლებლობაზე საუბრობს. დამფუძნებლების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლება, შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ კომპანიის შესყიდვაზე მოლაპარაკება ინვესტორთან წარმატებით დასრულდება.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს მთლიანად კომპანიის გაყიდვაზე, ჩვენთვის და ამ მომენტში ჩართული ყველა მხარისთვის მთავარია, რომ დასრულდეს არსებული ვალდებულებები, რომლებიც ამ კომპანიას აქვს. ამ კომპანიას აქტივებიც აქვს საკმარისი, რომ ეს ვალდებულებები დაასრულოს,“ - აცხადებს ”ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშვილი.

საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი მხარეებს შორის არ დაწყებულა. პროკურორი, დავით გუმბერიძე და დაცვის მხარეც თანხმდებიან, რომ პირველ რიგში, დაზარალებულებს გარანტიები უნდა ჰქონდეთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები