26 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა „დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება.

ამ დროისთვის 20 000-ზე მეტი სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამშობიარო სახლში.

დღის ამბები