26 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
ქართულმა მხარემ არც გამორიცხა, რომ გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს - ტომას მარკეტერი კონსტიტუციაზე

საკონსტიტუციო რეფორმის პროექტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს - ეს განცხადება, ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა გააკეთა. ვენეციის კომისიის მდივანი ამბობს, რომ ინფორმაცია ქართული მხარისგან მიიღო.

ვენეციის კომისია, საკუთარ დასკვნას 22 სექტემბერს გამოაქვეყნებს, თუმცა, კომისიაში იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

„ქართული მხარე არაფერს დაგვპირდა, მაგრამ არც გამორიცხა, რომ გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. ჩვენ გამოვაქვეყნებთ ვენეციის კომისიის შეფასებას 22 სექტემბერს და ვნახოთ, რა მოხდება... მინდა აღვნიშნო, რომ როგორც გვითხრეს, გარკვეული ცვლილებების შეტანა შესაძლებელია. ასე, რომ გამოქვეყნდება ჩვენი შეფასება და ჩვენი რეკომენდაციებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი,“ - განაცხადა თომას მარკერტმა. 

დღის ამბები