26 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
დევნილები ქუთაისში გადაცემული ბინების ხელახლა გარემონტებას ითხოვენ

ქუთაისში, ნიკეას 21 ნომერში, მცხოვრები დევნილები უკვე გადაცემული ბინების ხელახლა გარემონტებას ითხოვენ. მათი თქმით, ბინების გასაღებები ოჯახებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ერთი წლის წინ საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ქუთაისში საცხოვრებელი ფართები 84 ოჯახს მისცეს, თუმცა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, მათი უმეტესობა საკუთარ ბინაში შესვლას დღემდე ვერ ახერხებს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ, ქვის საამქროა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ფუნქციონირებს. დევნილები ყვებიან, რომ სუნისა და ხმაურის გამო, ახალმიღებულ ბინებში ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდება.

დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებზე პასუხისმგებლობას სოზარ სუბარის უწყება არ იღებს.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები