10 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე პოლიტიკური დებატები იწყება

დღეს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე პოლიტიკური დებატები დაიწყება. მომავალი კვირის განმავლობაში ორგანიზაციის ტრიბუნაზე 193 ქვეყნის წარმომადგენელი ავა. პრეზიდენტის რანგში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით პირველად გამოვა დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებლი ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაზე, ირანის ბირთვულ შეთანხმებასა და საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრებს.

ერთი დღით ადრე ნიუ იორკში შეერთებული შყთატების მიერ ორგანიზებულ გაეროს რეფორმირებისთვის მიძღვნილ ფორუმზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია სრულ პოტენციალს არ იყენებს და ამის მიზეზი ბიურიკარტია და არაეფექტური მართვაა. 

დღის ამბები