27 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
იმისთვის, რომ მივიდეთ თანხმობამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ - გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა - იმისთვის, რომ მივიდეთ თანხმობამდე, ჩვენ ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საგანგებო ბრიფინგის დროს გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკებების დროს, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციოს ცვლილებათა პროექტზე მუშაობისას, მნიშვნელოვან საკითხებზე ყველა პარტიის თანხმობის მიღწევა გახდა შესაძლებელი. მან აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან თითოეული პარტია ერთმანეთისგან ღირებულებებითა და საკითხებისადმი დამოკიდებულებებით განსხვავდება.

„ამ ძირითადი თემებიდან დავიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანით, რომლის თაობაზეც დიდი ხანია ინფორმირებული საზოგადოება, ეს არის საარჩევნო სისტემები, როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის არჩევის წესი. ჩვენ ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, ასევე შევთანხმდით პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, შევთანხმდით უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკური პარტიამ ზემოთხსენებულ საკითხებზე შეთანხმდა.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც დათმო, მაგრამ შედგა მთავარი, შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება „ქართულ ოცნებას“, გაეგზავნება ვენეციის კომისიას, იმ იმედით და იმ განცდით, როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურ კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა საერთომდე და თანხმობამდე,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.

დღის ამბები