26 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
გათავისუფლებული ხარშილაძე და დაუსჯელი სამართალდამცველები

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე თავისუფალია, ის დღეს სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა. თუმცა, ხარშილაძის საქმესთან ერთად, პროკურატურამ გამოძიება იმ პოლიციელების წინააღმდეგაც შეწყვიტა, რომლებსაც ხარშილაძე ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდა.

შვილის პროცესიდან გამოსულმა „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა განმარტა, რომ მისი ოჯახის წევრების დევნა, მისსავე ჟურნალისტურ საქმიანობას - შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალებს უკავშირდება.

ელისო კილაძე შს მინისტრს მოუწოდებს, დასაჯოს ის სამართალდამცველები, რომლებიც მისი შვილის დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ. ის 9 პოლიციელის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

მმართველ გუნდში კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ელისო კილაძის შვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით დააკავეს. ოპოზიცია კი, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პასუხისმგებლობა სწორედ უწყების პირველ პირს ეკისრება.

შეგახსენებთ, რომ დავით ხაშილაძეს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა ან უვადო პატიმრობა, ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ემუქრებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები