28 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო უნდა დაჯარიმდეს - იური ლუცენკო

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო უნდა დაჯარიმდეს - განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გააკეთა. ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში იური ლუცენკომ აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელი სტატუსი მის საქართველოში ექსტრადირებას არ გულისხმობს.

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები კი, იმ პირების ქმედებებში იკვეთება, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მსგავსი სახით საზღვრის გადმოკვეთის ორგანიზება მოახდინეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას "facebook"-ის გვერდზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და იური ლუცენკო სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

დღის ამბები