26 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
წაღვერის ტყე ცეცხლშია გახვეული - ხანძრის კერა მთის მიუდგომელ ფერდობზეა

წაღვერის ტყე, რომლის ასობით ჰექტარი ცოტა ხნის წინ ხანძარმა გაანადგურა, ისევ ცეცხლშია გახვეული. იწვის უნიკალური ხეები, თუმცა ხანძრის კერასთან მიახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცეცხლის გავრცლელებას ქარი უწყბს ხელს. 

ტყის მასივი უკვე, თითქმის, 5 საათია, იწვის. წინასწარი ინფორმაციით, ტყეში აალება მეხის დაცემამ გამოიწვია.

ამ დროისთვის ცეცხლი, დაახლოებით, 4 ჰექტარამდე ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის კერა მთის მიუდგომელ ფერდობზეა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი სამ ფერდობზეა მოდებული.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე ადგილზე არიან მობილიზებულები, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობაში ავიაციის ჩართვის გარეშე ხანძართან გამკლავება შეუძლებელი იქნება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ხვალ დილიდან ჩაერთვება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები