26 აპრილი 2024,   09:49
ვრცლად
"ეს არის ილიაუნის საქმე" - ალექსანდრე ჯეჯელავა ლექტორების გაშვების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორების გაშვების ფაქტს ეხმაურება. ალექსანდრე ჯეჯელავა უნივერისტეტში მიმდინარე პროცესს ემიჯნება და პასუხიმგებლობას მთლიანად ილიაუნის მენეჯმენტს აკისრებს.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, კონკრეტული ლექტორების გაშვების გადაწყვეტილება სასწავლებელმა თავად მიიღო.

„ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ილიაუნის საქმე, მათი საკადრო პოლიტიკა და შესაბამისად, მათი გადასაწყვეტი,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექტორების გათავისუფლება გააპროტესტეს და დღეს აქცია გამართეს. 

დღის ამბები