26 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
კუმურდოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად საავადმყოფოში 4 პოლიციელია გადაყვანილი

კუმურდოში პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ახალქალაქის საავადმყოფოში 4 პოლიციელია გადაყვანილი, მათ შორის დეპარტამენტის უფროსი. მათ სხვადასხვა დაზიანება აქვთ მიღებული, მაგრამ მდგომარეობა მძიმე არ არის. ადგილობრივი მოსახლეობიდან კი საავადმყოფოში არავინ არ მოხვედრილა.  

ამ დროისთვის მიმდინარეობს დაშავებული პოლიციელების გამოკვლევა. ერთ მათგანს აღენიშნება მოტეხილობები, დანარჩენებს კი ჭრილობები აქვთ.  

ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომლებიც დაპირისპირებისას დაშავდნენ, საავადმყოფოში წასვლაზე უარი განაცხადეს მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს სისხლიც მოსდიოდა.

თუმცა, ყველა მათგანს დაზიანებები ქვების სროლით და ფიზიკური შეხლა-შემოხლით აქვთ მიღებული. იარაღი არავის გამოუყენებია. დაპირისპირებისას, საერთო ჯამში, რამდენი ადამიანი დაშავდა, არ არის დაზუსტებული.      

 

 

 

დღის ამბები