20 ოქტომბერი 2017,   20:21
ვრცლად
პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტზე კიდევ ორი პირი დააკავა

პენიტენციურ დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტზე პროკურატურამ კიდევ ორი პირი დააკავა.

საქმე ეხება 2011 წლის მაისში საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას. გამოძიების ინფორმაციით, 14 პირს საპატიმროებში შეურაცხყოფას აყენებდნენ.

დაკავებულები ყვარლის პენიტენციური დაწესებულების უფროსი და მისი მოადგილე არიან. 

დღის ამბები