26 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
სტიქიის შედეგები იმერეთში - აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყება

დილიდან დაიწყება ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში გზის აღდგენითი სამუშაოები. წყალმა სოფლის გზის ნაწილი წაიღო, რომელიც ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს - ტერიტორიაზე ამ დრომდე შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. ავტომანქანები შემოვლითი გზით მოძრაობენ.

პარალელურად, უხვი ნალექისგან მიყენებულ ზარალს უკვე ითვლის სპეციალური კომისია. ძლიერმა წვიმამ გუშინ ქუთაისიც დააზარალა - წყალმა დატბორა ქუჩები და შენობები. ერთ-ერთი სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაციაც გახდა საჭირო.

დღის ამბები