28 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
"ქართული ოცნება" კონსტიტუციის ხელახლა გადახედვას იწყებს, ოპოზიცია კი უპასუხისმგებლობაზე საუბრობს

კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარი კანონის ხელახლა გადახედვას იწყებს. ხელისუფლება ვენეციის კომისიის შენიშვნებზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ალაპარაკდა და მისი დოკუმენტში გათვალისწინებაც სამი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ გადაწყვიტა.

"იურიდიულად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა, ანუ ხელი მოეწერება დოკუმენტს და გამოქვეყნდება. შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, ერთ კვირაში შეგვეძლება ამ დოკუმენტის ინიცირება. აქ ასახული იქნება მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ. საქმე ეხება ბლოკის ერთჯერადად დატოვებას, ასევე ბონუსის სისტემის გაუქმებას. ჩვენ შეგვიძლია დეკემბრის ბოლომდე ორი მოსმენით მივიღოთ ეს ცვლილებები, შემდეგ უკვე მარტის თვეში მესამე მოსმენით შეგვეძლება დოკუმენტის მიღება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის ხელახლა გადახედვას უპასუხისმგებლობად აფასებს.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ერთპარტიული და ანტიდემოკრატიული კონსტიტუცია, ახლა გვეუბნება, რომ იმავე დღეს კონსტიტუციის ცვლილების პროცესს იწყებს. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლობა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მთვარ საკითხებს, რაზეც მთელი ოპოზიციური სპექტრს საერთო პოზიცია აქვს, „ქართული ოცნება“ მაინც არ ცვლის.

 

 

 

დღის ამბები