30 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
ვაშინგტონი ბირთვულ ჩრდილოეთ კორეას არ დაუშვებს - ჯეიმს მატისი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული თავდასხმის საფრთხე იზრდება.

განცხადება ჯეიმს მატისმა სეულში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ის თავის სამხრეთ კორეელ კოლეგას შეხვდა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ფხენიანი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ის მასშტაბურ სამხედრო პასუხს მიიღებს.

"ვაშინგტონი ბირთვულ ჩრდილოეთ კორეას არ დაუშვებს," - განაცხადა მატისმა.

მომავალ თვეში სეულში პრეზიდენტ ტრამპსაც ელოდებიან. 

დღის ამბები