28 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ე.წ. აღშფოთებულთა მარშს მართავენ

კიევის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. უკრაინის დედაქალაქში ოპოზიციის მომხრეები ე.წ. აღშფოთებულთა მარშს მართავენ. მსვლელობა მიხაილოვის მოედანზე დაიწყო და კონსტიტუციის მიტინგით დასრულდება.

აქციის მონაწილეები პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისკენ მოუწოდებენ. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აქციაზე მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა. "ახალ ძალთა" ლიდერმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებს გარკვეული შედეგები უკვე მოჰყვა და უკრაინელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მადლობა თქვენ რომ ამინდის მიუხედავად, ყველა მედიაში დაბლოკვის მიუხედავად, აქ ხართ. ზეციური ასეულის გმირებს უნდა ვუთხრათ, რომ მათი გამარჯვება  ბოლომდე უნდა  მივიყვანოთ. აქ ცოლთან და შვილებთან ერთად მოვედი. უნდა დავამტკიცო, რომ საუბრები  ჩვენი აქციების საშიშროებისა  და აგრესიულობის შესახებ, ტყულია. ჩვენი აქციები უსაფრთხოა მაგრამ საფრთხეს ატარებს ოლიგარქებისთვის,“-მიმართა აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები