28 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
სროლა სადგურის მოედანზე - ორმა პირმა მიმალვა შეძლო

ღამით თბილისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. სროლის ხმა სადგურის მოედანზე ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სამი პირი დაედევნა, ერთ-ერთმა კი ცეცხლი გახსნა.

ამ დროისთვის არ დასტურდება ინფორმაცია დაზარალებულის დაჭრის შესახებ. თუმცა უკვე ცნობილია, რომ მსროლელი დაკავებულია. ორმა პირმა მიმალვა შეძლო. ადგილზე მობილიზებულები იყვენენ სამართალდამცველები და გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

დღის ამბები