17 დეკემბერი 2017,   04:24
ვრცლად
წყალტუბოს მაგისტრალი რამდენიმე თვეა ჩაბნელებულია

წყალტუბოს მაგისტრალი უკვე რამდენიმე თვეა ჩაბნელებულია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სანათები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოხსნა და არჩევნების წინ იმ სოფლებში დაამონტაჟა, სადაც ხალხი განათებას უკვე წლებია ითხოვს.

განათების მოხსნას და სოფლებში გადატანას უარყოფენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და ამბობენ, რომ სადენი დაზიანდა და შეკეთებას ახალი განათების გაკეთება ამჯობინეს. ამისთვის ტენდერიც გამოაცხადეს და თანხაც გამოყვეს.

მუნიციპალიტეტის მტკიცების პარალელურად, სოფლების მაცხოვრებლები "კურიერთან" ადასტურებენ, რომ ახალი განათება მართლაც დაუმონტაჟეს და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც წყალტუბოს მაგისტრალი ჩაბნელდა.

გამგეობა კი ამბობს, რომ ტენდერის გამარჯვებული უკვე ჰყავთ და ახალი განათება მაგისტრალზე 3 იანვარს აინთება. მანამდე კი, უკვე რამდენიმე თვეა მძღოლებს წყალტუბოს ტრასაზე საკუთარი ალღოსა და ფარების იმედად უწევთ გადაადგილება.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები