26 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
EPP-ს ფორუმზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გახსნის წინ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფორუმი შედგა. შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დაესწრნენ.

სამიტზე ერთხმად მიიღეს დეკლარაცია, სადაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერაა გამოცხადებული.

“კარგია, რომ გვაქვს მოცემული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პუნქტები რეზოლუციაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის კეთილდღეობას საქართველოს მოქალაქეებისა, მაგრამ ამ გეგმას ახლა სჭირდება რეალიზება, ამას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა "ენმ"-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

დოკუმენტში დაფიქსირებულია ასევე, ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნებისთვის ახალ ფორმატს - "აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსს" ეხება.

ქართველი პოლიტიკოსების აზრით, ევროპელმა დეპუტატებმა უკვე ყველაფერი გააკეთეს, ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა.

EPP-ს პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ცნობილია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც არ არის სავალდებულო, მაგრამ ამ სამი ქვეყნის - საქართველოს, მოდლოვეთისა და უკრაინის უფრო წინ წაწევას, რაც კიდევ უფრო დამატებით ვალდებულებებს გულისხმობს, მაგრამ ამავე ორმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს ევროკავშირთან. ჩვენ გვექნება საუბარი რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აუცილებელ მომდევნო, მთავარ ნიშნულზე,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

დღის ამბები