27 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
EPP-ის პრეზიდენტმა უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაზე პეტრო პოროშენკოს კითხვები დაუსვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს რომ, "ევროპის სახალხო პარტიის" სამიტზე, უკრაინიდან დეპორტირებულ ქართველებზე ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს კითხვები დაუსვა.

მისი თქმით, პოროშენკო აცხადებს რომ, ამ საკითხზე უკრაინაში გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო, სასამართლოში ჩივილისა და პროცესის მოგების შემთხვევაში კი, მზადყოფნას გამოთქვამს მორალური და ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მე წამოვჭერი, ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურად უკანონო და ღირსების შემლახველი მეთოდებით უკრაინიდან გამოძევებას და ბატონმა დოლმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა, ბატონი პოროშენკოს თანდასწრებით გამოთქვა სურვილი, რომ მას მივაწოდოთ ყველა ის მასალა დოკუმენტების სახით, რომელიც უკავშირდება იმას, რაზეც მე მქონდა საუბარი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები