28 აპრილი 2024,   13:44
ვრცლად
ანტიტერორისტული ოპერაცია პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა

პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი მწვავე დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გახდა. გიორგი მარგველაშვილმა ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა. პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ გაუხსენა ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლიც უშიშროების საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი პრეზიდენტი პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყნის პირველი პირი მსგავს თემებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

გიორგი მარგველაშვილთან ერთად მთავრობა ჯერ კიდევ მოქმედი უშიშროების საბჭოს მდივანმაც გააკრიტიკა. დავით რაქვიაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტების შეგნებულად ასუსტებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ტერორიზმის საფრთხეების გათვალიწინებით ძალოვანი უწყებებს ძირეული გადახალისება სჭირდებათ. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ვინაობის დასახელება.

ოპოზიცია ამბობს, რომ სპეცოპერაციასა და მის ჩატარებაზე არაერთი შეკითხვა არსებობს. ისინი პარლამენტში ძალოვანი უწყების პირველი პირების მისვლას ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები