15 დეკემბერი 2017,   23:59
ვრცლად
ბათუმში კაფე-ბარში "ჩვენი ეზო" ხანძარი გაჩნდა

ბათუმში კაფე-ბარში "ჩვენი ეზო" ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ცეცხლი გადახურვას გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

ვიდეო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა მოგვაწოდა. 

დღის ამბები