15 დეკემბერი 2017,   23:55
ვრცლად
ეგვიპტეში ყველაზე სისხლიან თავდასხმას 230 ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში ყველაზე სისხლიან თავდასხმას 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა პირებმა სინის ნახევარ-კუნძულზე, ქალაქ ალ არიშ-ში ჯერ მეჩეთის შესასვლელთან ააფეთქეს ბომბები, შემდეგ კი სალოცავიდან გამოსულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

დაჭრილია ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. მომხდარის გამო ეგვიპტის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და ტერორისტებს სასტიკი დასჯით დაემუქრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ISIS-ის მოწყობილია.

ფოტო: CNN

დღის ამბები