28 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
ლონდონის ცენტრში განგაშია - ცოტა ხნის წინ ისმოდა სროლის ხმა

ამ წუთებში განგაშია გამოცხადებული ლონდონის ცენტრში, სადაც ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. გავრცელებული ცნობით მეტროსადგურ "Oxfors circus"-თან უცნობმა ცეცხლი გახსნა. ხალხი პანიკამ მოიცვა და მათ შენობებს შეაფარეს თავი. თვითმხილველთა განცხადებით დაჭრილია ერთი ქალი.

ამ დროისთვის ქუჩებში შეიარაღებული პოლიციელები პატრულირებენ. ევაკუირებულია მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე მაღაზიები. ჯერჯერობით მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ქალაქის ცენტრი მთლიანად გადაკეტილია. სამართალდამცველები სავარაუდო თავდამსხმელს ეძებენ.

დღის ამბები