28 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს. 5 გარდაცვლილის პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს ადგილობრივი მთავრობის წევრებმა, სამძიმარზე იმყოფებოდა სასტუმროს თურქი მფლობელიც. მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.

„ვიცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყველსა ინტერესშია რაც შეიძლება დროულად დადგინდეს, თუ რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ბრალეულმა აგოს პასუხი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

„მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ვინც დამნაშავეა ამ უბედურ ტრაგედიაში და ვინც არის პასუხისმგებელი, აუცილებლად დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით,“ - განაცხადა პატარიძემ.

დღის ამბები