28 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
ჩვენ ზუსტად არ ვიცით ჯერ, დაკავებული პირი დუდაევი გვარად საედია თუ სურხოა - გელა მთივლიშვილი

„დაახლოებით ბოლო 3 კვირის განმავლობაში ადგილზე იმ კორპუსის ეზოში ძალოვანი უწყებების დაბურულშუშებიანი მანქანებით იყვნენ და ამ ბინას აკვირდებოდნენ,“ – ეს განცხადება სააგენტო ”Reginfo”-ს რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებებისას გადაცემა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ისანში მდებარე ბინა მერაბ ცათირაშვილზე იყო გაქირავებული, რომელიც თარხან ბათიაშვილის ალალი მამიდაშვილია და ასევე, მეგობრობდა აიუფ ფორჩაშვილთან, ვინც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს 2015 წელს.

„ბინაში რამდენჯერმე ჩატარდა ჩხრეკა, მინიმუმ სამჯერ, რაც მე ვიცი, ზუსტი რიცხვი, მათ შორის, ერთი ბოლოს, 2015 წლის 14 ივნისს, აიუფ ფორჩაშვილთან მიმართებაში,“ - განაცხადა მთივლიშვილმა.

მისი თქმით, ისანში მდებარე ბინა უსაფრთხოების სამსახურების დაკვირვების ქვეშ იყო. მთივლიშვილი ამ დრომდე არ გამორიცხავს, რომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი სურხო დუდაევი რამდენიმე სახელის მატარებელი იყოს.

"ჩვენ ზუსტად არ ვიცით ჯერ, დაკავებული პირი დუდაევი გვარად საედია თუ სურხოა. მე როგორც მაქვს ჩატაევის ახლობლებისგან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ვგულისხმობ მის ნათევსავებს და მეგობრებს, შესაძლებელია ის იყოს სურხო დუდაევი და რამდენიმე სახელის მატარებელი იყოს... მე ვიცი, რომ სურხო დუდაევი არის აჰმედ ჩატაევის ახლო მეგობარი და ისინი ბოლო პერიოდში იყვნენ ერთად, მათ შორის, იმ პერიოდშიც, ვიდრე ისინი სირიიდან გამოვიდნენ,“ - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

დღის ამბები